ზივზივაძის მესამე გოლი სეზონში

0
4

ბუდუ ზივზივაძემ „ჰაიდენჰაიმის“ შემადგენლობაში მიმდინარე სეზონში გერმანიის მეორე ბუნდესლიგაში მე-3 გოლი გაიტანა. მე-6 ტურში „ჰაიდენჰაიმი“ სტუმრად ბილეფელდის „არმინიას“ შეხვდა და გუნდებმა ქულები გაიყვეს – 2:2. საქართველოს ეროვნული ნაკრების თავდამსხმელი სასტარტო შემადგენლობაში იყო და 86-ე წუთზე შეცვალეს.
მატჩის მე-13 წუთზე მასპინძლებიდან ანგარიში გროდოვსკიმ გახსნა. ამის შემდეგ, ზივზივაძემ ბურთი მეტოქის საჯარიმოში მიიღო და შემოტრიალებით დაარტყა, მაგრამ მეკარემ „არმინია“ გადაარჩინა.
30-ე წუთზე „ჰაიდენჰაიმის“ კონტრშეტევის დროს მეტოქის საჯარიმოში შეჭრილი ზივზივაძე ბილეფელდელთა მცველმა წააქცია და მსაჯმა პენალტი დანიშნა. ზივზივაძემ თერთმეტმეტრიანი გაიტანა და საპასუხო ბურთი გაიტანა. პირველი ტაიმისთვის დამატებულ მე-3 წუთზე მასპინძლების კარი ჰენრიხმა აიღო. 55-ე წუთზე „არმინიადან“ თავი ჰაგმანმა გამოიჩინა და დარჩენილ დროში ანგარიში არ შეცვლილა. „ჰაიდენჰაიმი“ 13 ქულით 18-გუნდიან ჩემპიონატში მე-3 ადგილზეა.
ესპანეთის ლა ლიგის მე-7 ტურში „ხეტაფემ“, რომელშიც საბა საზონოვი გამოდის, „მალაგა“ მიიღო და 1:0 აჯობა. ჩვენი ეროვნული გუნდის მცველი სასტარტოში ვერ მოხვდა და თამაშში 89-ე წუთზე ჩაერთო. „ხეტაფე’“ 8 ქულით 20-გუნდიან ჩემპიონატში მე-9 პოზიციაზეა.
ლაშა თაბაგარი