საქართველოს კალათბურთელთა ნაკრები ლატვიაშია

0
2

საქართველოს კალათბურთელთა ეროვნულმა ნაკრებმა 2027 წლის მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ტურნირისთვის მზადების პირველი მოსამზადებელი ეტაპი უკვე დაასრულა. ალექსანდარ ჯიკიჩის გაწვრთნილი გუნდი დღეს, 21 ივნისს, დილის 6:00 საათზე, თბილისიდან პირდაპირი რეისით რიგაში გაფრინდა, საიდანაც ავტობუსით 30 წუთის სავალ მანძილზე მდებარე ზღვისპირა კურორტ იურმალაში გადაინაცვლებს და გენერალურ შეკრებას შეუდგება.
ჩვენს გუნდს პირველი საკვალიფიკაციო ეტაპის დასკვნითი ორი უმნიშვნელოვანესი მატჩი ელის: 2 ივლისს უკრაინასთან (ლატვიაში) და 5 ივლისს ესპანეთთან (თბილისში). მიუხედავად იმისა, რომ საქართველოსა და ესპანეთის ნაკრებებს მომდევნო ჯგუფური ეტაპის საგზური უკვე განაღდებული აქვთ, ამ შეხვედრებს მაინც უდიდესი მნიშვნელობა ენიჭება – აქ დაგროვილი თითოეული ქულა გუნდებს მეორე რაუნდშიც გადაჰყვებათ, სადაც კიდევ 6 მატჩი ელით და სწორედ ამ ჯამური შედეგით გაირკვევა, მოიპოვებენ თუ არა მსოფლიო პირველობის საგზურს.
შემადგენლობა და გეგმა მატჩებამდე
თბილისური შეკრების შედეგად, მთავარმა მწვრთნელმა ლატვიაში წასაყვანი 14-კაციანი შემადგენლობა შეარჩია:

  • რატი ანდრონიკაშვილი („ალფტანესი“, ისლანდია)

  • გიორგი ოჩხიკიძე („ს.კ ბათუმი“)

  • ლუკა ალავიძე („ს.კ ქუთაისი“)
  • დუდა სანაძე („პალმერ ბასკეტი“, ესპანეთი)

  • სანდრო სანაძე („ს.კ მარგვეთი“)

  • გიორგი კობახიძე („ს.კ მარგვეთი“)

  • კახაბერ ჯინჭარაძე („ს.კ ქუთაისი“)

  • ალექსანდრე ფევაძე („ს.კ თსუ“)

  • ბექა ბურჯანაძე („გრანადა“, ესპანეთი)

  • გიორგი კორსანტია („გიპუზკოა ბასკეტი“, ესპანეთი)

  • ალექსანდრე მერკვილაძე („ოსტენდე“, ბელგია)

  • გიორგი ტურძილაძე („ს.კ თსუ“)

  • ვილი ისიანი („ს.კ რუსთავი“)

  • გოგა ბითაძე („ორლანდო მეჯიქი“, NBA)