ოფიციალურად: კონატე „რეალის“ ფეხბურთელია

0
3

მადრიდის „რეალმა“ იბრაჰიმ კონატეს დამატების შესახებ ოფიციალურად განაცხადა. საფარნგეთის ეროვნული ნაკრების ცენტრალურმა მცველმა ესპანურ გრანდთან კონტრაქტი 2030 წლის ზაფხულამდე გააფორმა. ის მადრიდელებს თავისუფალი აგენტის სტატუსით შეუერთდა, რადგან „ლივერპულთან“ კონტრაქტი ამოეწურა.
27 წლის კონატე „ლივერპულში“ 2021 წლიდან თამაშობდა და ყველა ტურნირში ჩატარებულ 187 მატჩშო 7 გოლი გაიტანა. მან „ლივერპულთან“ ერთად ინგლისის ჩემპიონატი, ასოციაციის თასი და სუპერთასი თითოჯერ მოიგო, ხოლო ლიგის თასი – ორჯერ.
ლაშა თაბაგარი