ხავიერ აგირე: „ეს ჩვენი საუკეთესო მატჩი არ იყო“

0
8

მექსიკის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ხავიერ აგირემ მსოფლიო ჩემპიონატის A ჯგუფის მეორე მატჩში სამხრეთ კორესთან 1:0 მოგების შემდეგ განაცხადა, რომ საუკეთესოდ არ უთამაშიათ. მექსიკელებმა ჯგუფში 6 ქულა დააგროვეს და პირველ ადგილთან ერთად, 1/16-ფინალში თამაში გაინაღდეს.
„ეს რთული იყო. მეტოქეს ძალიან კარგად ვიცნობთ. კორეელები ჩვენზე დიდ წნეხს ანხორციელებდნენ და სივრცეს არ გვიტოვებდნენ. ისე ჩანდა, რომ ერთ შეცდომას გადამწყვეტი მნიშვნელობა ექნებოდა. ეს ჩვენი საუკეთესო მატჩი არ იყო, რადგან მეტოქემ ბევრის გაკეთების საშუალება არ მოგვცა“ – იუწყება ფიფას ვებგვერდი აგირეს ნათქვამს, რომლის გუნდი პირველი გავიდა მუნდიალის 1/16-ფინალში.
ლაშა თაბაგარი