იკარდიმ ლეგენდარული ჰაჯის რეკორდი გააუმჯობესა

0
3

მაურო იკარდი სტამბოლის „გალათასარაის“ ყველა დროის საუკეთესო უცხოელი ბომბარდირი გახდა. თურქეთის თასზე „გალათასარაიმ“ სახლში „ისთანბულსფორი“ 3:1 დაამარცხა და არგენტინელმა თავდამსხმელმა ანგარიში მე-5 წუთზე გახსნა.
იკარდიმ „გალათასარაის“ მაისურით ყველა ტურნირში ჩატარებულ 118 მატჩში 73 გოლი გაიტანა. მან ლეგენდარული რუმინელი შემტევი ნახევარმცველის გეორგე ჰაჯის რეკორდი გააუმჯობესა, რომელმაც მეტოქეთა კარი 72-ჯერ აიღო.
32 წლის ფეხბურთელი თურქულ კლუბში 2022 წლიდან გამოდის და კონტრაქტი 2026 წლის ივნისამდე აკავშირებს. „გალათასარაის“ ხელმძღვანელებს იკარდისთან ხელშეკრულების გახანგრძლივება 2-3 წელი სურთ, თუმცა, ამ შემთხვევაში ფეხბურთელს ხელფასის შემცირება 10 მილიონი ევროდან 8,5 მილიონ ევრომდე მოუწევს.
ლაშა თაბაგარი