„იბერიას“ მეორე ფრე შეკრებაზე

0
4

საქართველოს მოქმედმა ჩემპიონმა თბილისის „იბერიამ“ თურქულ შეკრებაზე მეორე ამხანაგურ მატჩი უკრაინის უმაღლესი ლიგის წარმომადგენელ „ვერესთან“ ჩაატარა, რომელიც 2:2 დასრულდა.
უკრაინელები 21-ე წუთზე გიორგი კუციამ დააწინაურა, ხოლო 34-ე წუთზე ზვიად ნაჭყებიას პასის შემდეგ, პაატა ღუდუშაურმა თავით ანგარიში გაათანაბრა. ამის შემდეგ, „იბერიას“ მეკარე მეგრელიშვილმა პენალტი აიღო.
44-ე წუთზე სტენმა უკრაინელები დააწინაურა. 45-ე წუთზე მეტოქის ნახევარზე  მყოფმა ბართიშვილმა ფინტით გვერდი ერთი უკრაინელს აუარა და პასი საჯარიმოში ღუდუშაურს გაუკეთა, რომელმაც „ვერესის“ კარი აიღო.
„იბერიას“ სასტარტო შემადგენლობა ასეთი იყო: მეგრელიშვილი, ქობულაძე, ჯგერენაია, ამისულაშვილი, გოგსაძე, დადიანი, ქარდავა, ბართიშვილი, ნაჭყებია, ღუდუშაური, ძაგანია.
შეცვლაზე შევიდნენ: კურტანიძე, ჯინჯოლავა, გიუნაშვილი, ბოჭორიშვილი, ცხოვრებაშვილი, ბიძინაშვილი, გოშთელიანი, ქვარცხავა, ბაბუნაძე, ხაჩიძე, გოგილაშვილი, ახვლედიანი.
ცნობისთვის, „იბერია“ პირველ სპარინგში სლოვაკეთის „რუჟემბეროკს“ დაუზავდნენ – 2:2. თბილისელები მომდევნო ამხანაგურს 9 თებერვალს კიევის „დინამოსთან“ გამართავენ.
ლაშა თაბაგარი