მოედნიდან გასახდელში შესულმა სანდრო მამუკელაშვილმა გიგანტური ყელსაბამი დაიმსახურა, რაც ჯაჭვზე დაკიდებული “რეპტორზის” დიდი ლოგოა და ეს ნიშნავს, რომ ის გახლდათ კონკრეტული მატჩის საკვანძო, ჩვენს ენაზე რომ ვთქვათ, საუკეთესო მოთამაშე.
ეს მოხდა ტორონტოში, “რეპტორზმა” 107:100 დაამარცხა “იუტა ჯაზი” და სანდრომ 30 წუთში 20 ქულა, 6 მოხსნა და ერთი ჩაჭრა მიითვალა. 4 სამქულიანის, 4 საჯარიმოს და 2 ორიანის ჩასაგდებად სანდროს მთლიანობაში 13 სროლა დასჭირდა, რაც გამორჩეული შედეგია.
30-21 ბალანსით “ტორონტო” აღმოსავლეთ კონფერენციაში მეხუთე ადგილზეა და შემდეგ მატჩს 5 თებერვალს, “მინესოტას” წინააღმდეგ გამართავს.
ზედიზედ 3-მატჩიანი უქმობის შემდეგ გოგა ბითაძემ “სან ანტონიოს” წინააღმდეგ 9 წუთი ითამაშა. მის ანგარიშზე 4 ქულა და 2 მოხსნა იყო. “ორლანდო მეჯიქი” “სან ანტონიოსთან” 103:112 დამარცხდა.
გოჩა კაჭარავა





