ლოჩოშვილის ზედიზედ მეორე მარცხი

0
18

„ნიურნბერგმა“, რომელშიც ლუკა ლოჩოშვილი გამოდის მეორე ბუნდესლიგაში სეზონი ზედიზედ მეორე მარცხით განაახლა. მე-19 ტურში ნიურნბერგელები სტუმრად სატურნირო ცხრილში მეორე ადგილზე „დარმშტადტს“ შეხვდნენ და ორი უპასუხო ბურთი გაუშვეს.
საქართველოს ეროვნული ნაკრების მცველმა შეუცვლელად ითამაშა.
უგოლო პირველი ტაიმის შემდეგ, მასპინძლებიდან მე-60 წუთიდან ანგარიში აკიუამამ გახსნა. 75-ე წუთზე „დარმშტადტიდან“ თავი მარსელიერმა გამოიჩინა. „ნიურნბერგს“ 25 ქულა აქვს და 18-გუნდიან სატურნირო ცხრილში მე-8 ადგილზეა.
ლაშა თაბაგარი