კვარაცხელიას საუცხოო მატჩი და პსჟ-ს გამარჯვება სტუმრად

0
23

პსჟ-მ, რომლის ერთ-ერთი ლიდერი ხვიჩა კვარაცხელიაა, საფრანგეთის ლიგა 1-ის მე-19 ტურში სტუმრად „ოსერი“ მინიმალური ანგარიშით დაამარცხა. საქართველოს ეროვნული ნაკრების თავდამსხმელმა შეუცვლელად ითამაშა და თავის გუნდში საუკეთესო იყო.
მატჩის მე-8 წუთზე კვარაცხელია მეტოქის ნახევარზე ოთხ ოსერელს გაექცა და საჯარიმოში შესულმა დაარტყა, მაგრამ მცველმა დააფარა. 36-ე წუთზე პარიზელთა შესრულებული სტანდარტულის შემდეგ, კვარაცხელიას გატანა ახლო მანძილიდან შეეძლო, თუმცა მეკარემ აუღო.
მეორე ტაიმის დასაწყისში ქართველმა ფეხბურთელმა „ოსერის“ ნახევარზე ბურთი მცველს აართვა და თავისი დაწყებული შეტევა მცირედ არაზუსტი დარტყმით დაასრულა. 79-ე წუთზე კვარაცხელიამ დაახლოებით 18 მეტრიდან სახიფათოდ დაარტყა და ბურთმა კარის ძელთან ახლოს ჩაიარა. 79-ე წუთზე დაცვაში ჩასულმა ხვიჩამ თავისი ნახევრიდან ძალიან კარგი პასი გაუკეთა მოედნის ცენტრში უსმან დემბელეს, რომელმაც მეკარესთან პირისპირ გაიყვანა ბარკოლა, ამ უკანასკნელმა კი გამარჯვების გოლი გაიტანა. პსჟ 45 ქულით 18-გუნდიან ჩემპიონატში ლიდერია.
ლაშა თაბაგარი