კრისტალბეთ ეროვნული ლიგიდან შარშან გავარდნილ „თელავს“ ახალი სამწვრთნელო შტაბი ეყოლება. ამის შესახებ კლუბის პრესსამსახური იუწყება:
„საფეხბურთო კლუბი “თელავი”, მთავარმა მწვრთნელმა ვალერი გაგუამ დატოვა, მასთან ერთად წავიდნენ თანაშემწეებიც, ლევან მერებაშვილი და ალექსანდრე პარნიუკი – სამივეს კლუბთან კონტრაქტი დაუმთავრდა“.
ამ ეტაპზე უცნობია თუ ვინ გაუძღვება „თელავს“. თუ კულუარულ ინფორმაციას გავითვალისწინებთ, გამორიცხული არაა კალურ გუნდში გიორგი მიქაძე დაბრუნდეს, რომლის თავკაცობით საგარეჯოს „გარეჯი“ კრისტალბეთ ეროვნული ლიგა 2-ში დაქვეითდა.
ლაშა თაბაგარი





