გიორგი მამარდაშვილმა „ლივერპულში“ გასული წლის 26 ნოემბრის შემდეგ პირველად ითამაშა. საქართველოს ეროვნული ნაკრების მეკარეს თავის გამოჩენის შანსი ინგლისის ასოციაციის თასის 1/32-ფინალში შინ რანგით მესამე ლიგის „ბარნსლისთან“ 4:1 მოგებულ მატჩში მისცეს.
მატჩის მე-9 წუთზე ანგარიში სობოსლაიმ გახსნა, ხოლო 36-ე წუთზე ფრიმპონგმა „ლივერპული“ კიდევ უფრო წინ გაიყვანა. მე-40 წუთზე ფილიპსმა ერთი ბურთი გაქვითა.
84-ე წუთზე მასპინძლებიდან მეტოქის კარი ვირცმა აიღო, ხოლო ძირითადი დროსთვის დამატებულ მე-4 წუთზე საბოლოო წერტილი ეტიკიტემ დასვა. მამარდაშვილმა, რომელიც „ლივერპულში“ სადებიუტო სეზონს ატარებს, ინგლისის პრემიერლიგაში 5-ჯერ ითამაშა, ხოლო ინგლისის ასოციაციის და ლიგის თასზე თითო შეხვედრა ჩაატარა. გარდა ამისა, მან ჩემპიონთა ლიგაში „ლივერპულის“ ღირსება 4-ჯერ დაიცვა.
ლაშა თაბაგარი





