საქართველოს კრისტალბეთ ეროვნული ლიგის ზედიზედ ორჯერ მომგები თბილისის „საბურთალო“ თავდამსხმელი ირაკლი სიხარულიძეს დაემშვიდობა. ამის შესახებ კლუბის პრესსამსახური იუწყება:
„სიხარულიძემ ჩვენს გუნდში 4 წელი გაატარა, რა პერიოდშიც 142 მატჩი ჩაატარა, 29 გოლი გაიტანა და 8 საგოლე გადაცემა შეასრულა. მისი გოლით 2023 წელს საქართველოს თასის მფლობელები გავხდით, ხოლო 2024 და 2025 წლებში ირაკლისთან ერთად ჩემპიონობა მოვიპოვეთ. სიხო, მადლობა ჩვენთან გატარებული წლებისთვის და წარმატებებს გისურვებთ!“.
დამიუკიდებელი საქართველოს ეროვნული ჩემპიონატის ისტორიაში ირაკლი სიხარულიძე ყველა დროის საუკეთესო ბომბარდირებში 128 გოლით მესამეა. პირველ ადგილზე ზურაბ იონანიძეა 2016 გოლით, ხოლო მეორეზე ლევან ხომერიკი – 140 გოლი.
ლაშა თაბაგარი





