გოგლიჩიძე „უდინეზეს“ განაცხადში დაბრუნდა

0
4

საბა გოგლიჩიძემ საზარდულის ტრავმა მოირჩინა და მე-20 ტურში „უდინეზეს“ განაცხადში მოხვდა, მაგრამ სახლში „პიზასთან“ 2:2 დასრულებულ მატჩში არ უთამაშია.
შეხვედრის მე-13 წუთზე სტუმრები ტრამონიმ დააწინაურა, ხოლო ექვს წუთში კაბასელემ საპასუხო ბურთი გაიტანა. მე-40 წუთზე უდინელები წინ დევისმა გაიყვანა, მაგრამ მასპინძლებმა ანგარიში ვერ შეინარჩუნეს და 67-ე წუთზე „პიზადან“ თავი მეისტერმა გამოიჩინა. „უდინეზე“ 26 ქულით 20-გუნდიან ჩემპიონატში მე-9 ადგილზეა.
იტალიის სერია B-ს მე-19 ტურში „ფროზინონემ“ „კატანძაროს“ უმასპინძლა და 2:0 სძლია. ჩვენი ეროვნული გუნდის გარემარბმა გიორგი კვერნაძემ მასპინძლების სასტარტო შემადგენლობაში ითამაშა და 73-ე წუთზე შეცვალეს. „ფროზინონე“ 41 ქულით 20-გუნდიან სატურნირო ცხრილში პირველია.
ლაშა თაბაგარი