მექვაბიშვილმა კრაიოველებს ამხანაგურში მოაგებინა

0
20

ანზორ მექვაბიშვილმა კრაიოვას „უნივერსიტატიას“ ამხანაგურ მატჩში გაამარჯვებინა. კრაიოველები რუმინეთის ჩემპიონატის მე-2 ეტაპის განახლებისთვის შეკრებაზე ემზადებიან და სპარინგში თურქეთის „ქონიასფორს“ 1:0 აჯობეს.
საქართველოს ეროვნული ნაკრების ნახევარმცველი სასტარტო შემადგენლობაში არ იყო და თამაშში 46-ე წუთზე ჩაერთო, ხოლო 52-ე წუთზე მატჩში ერთადერთი გოლი გაიტანა – დაახლოებით 22-23 მეტრიდან საჯარიმო დარტყმა საუცხოოდ შეასრულა.
24 წლის მექვაბიშვილმა მიმდინარე სეზონში რუმინეთის პირველობაზე გამართულ 14 შეხვედრაში 1 გოლი გაიტანა და 4 საგოლე პასი გააკეთა. მან რუმინეთის თასზე ჩატარებულ 2 მატჩში მეტოქის კარი ერთხელ აიღო. გარდა ამისა, მექვაბიშვილმა კონფერენს ლიგაში საკვალიფიკაციო ეტაპის ჩათვლით 11-ჯერ ითამაშა და 2 საგოლე გადაცემა მიითვალა.
ლაშა თაბაგარი