გოგლიჩიძე და საზონოვი არ ათამაშეს

0
6

იტალიის სერია A-ს მე-19 ტურში „უდინეზემ“, რომელშიც საბა გოგლიჩიძე გამოდის, სტუმრად „ტორინოს“ შეხვდა, რომელშიც საბა საზონოვი გამოდის და მინიმალური სხვაობი აჯობა.
საქართველოს ეროვნული ნაკრების მცველებიდან განაცხადში არცერთი იყო. გოგლიჩიძე ტრავმირებულია, ხოლო საზონოვი ცოტა ხნის წინ გამოჯანმრთელდა და ამჯერად, სათადარიგოთა სკამზეც ვერ მოხვდა.
უგოლო პირველი ტაიმის შემდეგ, 50-ე წუთზე ანგარიში ნიკოლო ძანიოლომ გახსნა, ხოლო 82-ე წუთზე ეკელენკამპმა სტუმრები კიდევ უფრო წინ გაიყვანა. მასპინძლებიდან 87-ე წუთზე თავი კასადეიმ გამოიჩინა და დარჩენილ დროში ანგარიში არ შეცვლილა.
„უდინეზეს“ 25 ქულა აქვს და 20-გუნდიან სატურნირო ცხრილში მე-10 ადგილზეა, ხოლო „ტორინო“ 23 ქულით მეთორმეტეა.
ლაშა თაბაგარი