გულიაშვილის სამი საგოლე პასი ერთ მატჩში

0
21

გიორგი გულიაშვილმა „სარაევოს“ შემადგენლობაში ბოსნიის ჩემპიონატის მე-18 ტურში შინ თანაქალაქელ „ჟელეზნიჩართან“ 4:0 მოგებულ მატჩში სამი საგოლე პასი გააკეთა.
მატჩის მე-14 წუთზე საქართველოს ეროვნული გუნდის ფორვარდმა, რომელიც „სარაევოს“ კაპიტანი ბურთი მეტოქის საჯარიმოს ახლოს მიიღო და მარცხენა ფლანგიდან პასი კარის წინ გახსნილ ელეზის გაუკეთა, რომელმაც თავით ანგარიში გახსნა.
42-ე წუთზე მასპინძლების შეტევის დროს რენან ოლივერიამ კარში ცუდად დაარტყა და მეტოქის საჯარიმოში მყოფ გულიაშვილს მოხვდა ბურთი, რომელიც ისევ ბრაზილიელ ფორვარდს მიუვიდა და ამ უკანასკნელმა თავისი გუნდი ორი ბურთით დააწინაურა. პირველი ტაიმისთვის დამატებულ მე-10 წუთზე ლიაიჩმა „სარაევო“ კიდევ უფრო წინ გაიყვანა.
74-ე წუთზე გულიაშვილმა ყვითელი ბარათი მიიღო. 87-ე წუთზე მასპინძლების კონტრშეტევის დროს გულიაშვილმა „ჟელეზნიჩარის“ საჯარიმოში მლინარიჩი მოძებნა, რომელმაც საბოლოო წერტილი დასვა.
გულიაშვილმა მიმდინარე სეზონში ბოსნიის ჩემპიონატში ჩატარებულ 17 მატჩში 1 გოლი გაიტანა და 8 საგოლე პასი მიითვალა.
ლაშა თაბაგარი