„კადისმა“, რომლის ღირსებას იური ტაბატაძე იცავს, ესპანეთის სეგუნდა დივიზიონის მე-16 ტურში სტუმრად „კორდობა“ 2:1 დაამარცხა. საქართველოს ეროვნული ნაკრების გარემარბი სასტარტო შემადგენლობაში არ იყო, რაც „კადისში“ გადასვლის შემდეგ იშვიათად ხდება. ის თამაშში 72-ე წუთზე დე ლა როსას ნაცვლად ჩაერთო, რომელმაც 46-ე წუთზე ანგარიში გახსნა. 55-ე წუთზე სტუმრებიდან თავი დიაკიტემ გამოიჩინა. მასპინძლებიდან ერთადერთი გოლი დე ალმეიდამ გაიტანა. „კადისმა“ სეგუნდაში 6-მატჩიანი მოუგებელი (3 ფრე და 3 მარცხი) შეწყვიტა და 24 ქულით 22-გუნდიან ჩემპიონატში მე-7 ადგილზეა.
ლაშა თაბაგარი




