მექვაბიშვილმა „მაინცთან“ მოიგო

0
5

კრაიოვას „უნივერსიტატიამ“, რომელშიც ანზორ მექვაბიშვილი გამოდის, უეფას კონფერენს ლიგის მე-4 ტურში გერმანიის „მაინცი“ მიიღო და მინიმალური ანგარიშით აჯობა.
საქართველოს ეროვნული ნაკრების ნახევარმცველი სასტარტო შემადგენლობაში იყო და ძირითადი დროსთვის დამატებულ მე-4 წუთზე შეცვალეს. მასპინძლებიდან ერთადერთი გოლი 67-ე წუთზე პალესტინელმა ფორვარდმა ალ ჰამლავიმ გაიტანა, რომელმაც პენალტი გამოიყენა.
„უნივერსიტატიამ“ 7 ქულა დააგროვა და 36-გუნდიან სატურნირო ცხრილში მე-15 ადგილზეა. რუმინული გუნდი კონფერენს ლიგაში მომდევნო შეხვედრას 11 დეკემბერს შინ პრაღის „სპარტასთან“ ჩაატარებს.
ლაშა თაბაგარი