აზაროვმა დუბლინში მოიგო

0
4

დონეცკის „შახტარი“, რომელშიც ირაკლი აზაროვი გამოდის, უეფას კონფერენს ლიგის ფაზის მე-4 ტურში სტუმრად ირლანდიის „შემროკ როვერსს“ შეხვდა და 2:1 დაამარცხა.
საქართველოს ეროვნული ნაკრების მარცხენა მცველი სასტარტო შემადგენლობაში იყო და 74-ე წუთზე შეცვალეს. უკრაინელები 23-ე წუთზე კაუა ელიასმა დააწინაურა, ხოლო 77-ე წუთზე ირლანდიელთა კარი ნაზარინამ აიღო. მასინძლებიდან ერთადერთი გოლი 87-ე წუთზე მალეიმ გაიტანა.
„შახტარს“ 9 ქულა აქვს და 36-გუნდიან სატურნირო ცხრილში მე-4 ადგილზეა. დონეცკელები კონფერენს ლიგაში მომდევნო შეხვედრას 12 დეკემბერს სტუმრად მალტის „ჰამრუნთან“ ჩაატარებენ.
ლაშა თაბაგარი