ბათუმის „დინამომ“ კრისტალბეთ ეროვნულ ლიგაში ხანგრძლივი წარუმატებელი სერია შეწყვიტა. 34-ე ტურში გია ჭიაბრიშვილის გაწვრთნილი გუნდი სტუმრად ლიგაში დარჩენისთვის მებრძოლ „თელავს“ შეხვდა და 2:1 დაამარცხა.
შეხვედრის 35-ე წუთზე მასპინძელთა მცველის მოგერიებული ბურთი საჯარიმოში მყოფმა ნიკა კალანდარიშვილმა მიწაზე დაუშვებლად დაარტყა და ანაგრიში გახსნა – 0:1.
61-ე წუთზე ბათუმელთა კონტრშეტევის დროს ირაკლი ხოზრევანიძემ პასი უკრაინელ ნახევარმცველ დმიტრი მანდრიჩენკოს მისცა, რომელიც ორ მეტოქეს გაცდა და საჯარიმოში შესულმა გაიტანა – 0:2.
68-ე წუთზე სტუმართა ნახევარზე მყოფმა ფირუზ გაბიტაშვილმა მარფცხენა ფლანგიდან საჯარიმოში ჩააწოდა და დავით კუტალიამ თავით ეფექტური გოლი შეაგდო.
88-ე წუთზე „დინამომ“ კუთხური ჩააწოდა და გაბიტაშვილმა თავის საჯარიმოში ორთაბრძილის დროს ლუკა ქაფიანიძე წააქცია. არბიტრმა ირაკლი ხერხაძემ ეპიზოდის VAR-ზე გადამოწმების შემდეგ პენალტი დანიშნა. ლუკა წულუკიძის დარტყმული ბურთი მეკარე ლევან თანდილაშვილმა მოიგერია. ბათუმელებმა ზედიზედ 13 მატჩის ვერმოგების (5 ფრე და 8 მარცხი) მერე, სამი ქულა აიღეს.
„დინამო“ 40 ქულით 10-გუნდიან სატურნირო ცხრილში მე-6 ადგილზეა, ხოლო ვალერი გაგუას გაწვრთნილი „თელავი“ 30 ქულით მეცხრე ადგილზეა და ლიგაში ადგილის შესანარჩუნებლად პლეი-აუტში ითამაშებს.
ლაშა თაბაგარი





