ლეგენდარულმა ესპანელმა ჩოგბურთელმა რაფაელ ნადალმა, რომელმაც კარიერა გასულ სეზონში დაასრულა, მადრიდის „რეალის“ ბრაზილიელ გარემარბ ვინისიუს ჟუნიორს რჩევა მისცა.
„ცხადია, რომ მან უნდა გაიგოს ავტორიტეტი ვინაა და როგორც მწვრთნელის ავტორიტეტს, ასევე კლუბს პატივი უნდა სცეს, რადგან ეს „რეალის“ მოთამაშის ცხოვრების ნაწილია. ის ყოველ დღე ბოლომდე იხარჯება და ის ფაქტი, რომ ზოგჯერ კონტროლს კარგავს და შეუმჩნეველი რჩება, შესაძლოა დიალოგის საშუალებით და იმის შეგნებით გამოსწორდეს, რომ მისი ქცევის ზოგიერთი ასპექტი გასაუმჯობესებელია.
პირველი ვინს პროგრესის გზაზე უნდა დადგეს, თავად ისაა. მის ინტერვიუებს როდესაც ვუსმენ, ხშირად საუბრობს, რომ ყველა ასპექტში სრულყოფა სურს. ამიტომ, მან საიმედო მოკავშირეები უნდა მოძებნოს და დარწმუნებული ვარ, რომ „რეალს“ საჭირო ხალხი ჰყავს, რომლებიც დაემხარებიან. ასევე, მას ეყოლება საჭირო ადამიანები, რომლებიც რჩევას მისცემენ. მთავარი პრინციპი – ეს გაკეთების სურვილია“ – იუწყება ნადალის ნათქვამს Movistar.
ცნობისთვის, ესპანური პრესაში გავრცელდა ინფორმაცია, რომ ვინისიუსმა „რეალის“ პრეზიდენტ ფლორენტინო პერესს კონტრაქტის გახანგრძლივებაზე უარი უთხრა, რის მიზეზი გუნდის მთავარ მწვრთნელ ხაბი ალონსოსთვის კონფლიქტია.





