ოთარ კიტეიშვილმა „შტურმის“ შემადგენლობაში ავსტრიის ბუნდესლიგაში მიმდინარე სეზონში თავისი მეშვიდე გოლი გაიტანა. მე-14 ტურში გრაცელები შინ „ლასკთან“ 1:3 წააგეს. საქართველოს ეროვნული გუნდის ნახევარმცველი სასტარტო შემადგენლობაში იყო და მე-7 წუთზე ანგარიში გახსნა, როდესაც მარჯვენა ფლანგიდან სტანკოვიჩის ჩაწოდების შემდეგ, კარის წინ მდგომმა ერთი შეხებით დაარტყა. სტუმრებმა ორი ბურთი შესვენებამდე შეაგდეს, ხოლო კიდევ ერთი მეორე ტაიმში. მოქმედი ჩემპიონი „შტურმი“ 22 ქულით 12-გუნდიან ჩემპიონატში მე-5 ადგილზეა.
ლაშა თაბაგარი





