გიორგი მიქაუტაძემ, რომელმაც ტრავმის მიზეზით ეროვნულ გუნდში მსოფლიო 2026 წლის ჩემპიონატის შესარჩევ ციკლში სახლში ესპანეთთან (0:4), ხოლო სტუმრად ბულგარეთთან (1:2) წაგებული მატჩები გამოტოვა, „ვილიარეა;ში“ ითამაშა.
ესპანეთის ლა ლიგის მე-13 ტურში „ვილიარეალმა“ „მალიორკა“ მიიღო და 2:1 სძლია. მიქაუტაძე სასტარტო შემადგენლობაში არ იყო და თამაშში 63-ე წუთზე ჩაერთო, როდესაც ანგარიში 1:1 იყო. მას 72-ე წუთზე გოლის გატანის რეალური შანსი ჰქონდა, როდესაც კართან ახლოს მდგომმა მცველს დაასწრო და დაარტყა, მაგრამ მეკარემ ბურთი ფეხით მოიგერია. მასპინძლებიდან გამარჯვების გოლი 83-ე წუთზე ოლუვასეიმ გაიტანა. „ვილიარეალი“ 29 ქულით 20-გუნდიან სატურნირო ცხრილში მე-3 ადგილზეა.
ლაშა თაბაგარი





