გოჩოლეიშვილის და ზივზივაძის საშინაო მარცხი

0
12

„ჰამბურგმა“, რომელშიც გიორგი გოჩოლეიშვილი გამოდის, ბუნდესლიგის მე-11 ტურში სტუმრად „აუგსბურგს“ შეხვდა და 0:1 დამარცხდა. საქართველოს ეროვნული ნაკრების მცველი სასტარტო შემადგენლობაში იყო და 82-ე წუთზე შეცვალეს. „ჰამბურგი“ 9 ქულით 18-გუნდიან სატურნირო ცხრილში 18 გუნდში მე-14 ადგილზეა.
„ჰაიდენჰაიმი“ სახლში მიონხენგლადბახის „ბორუსიას“ დაუპირისპირდა და სამი უპასუხო გოლი გაუშვა. ჩვენი ეროვნული გუნდის თავდამსხმელი ბუდუ ზივზივაძე თამაშში 62-ე წუთზე ჩაერთო და საგოლე მომენტი არ ჰქონია. „ჰაიდენჰაიმი“ 5 ქულით ბოლო ადგილზეა.
ლაშა თაბაგარი