18-წლამდელთა ევროპის ჩემპიონატის ფინალში ესპანეთმა საქართველოს 16:11 სძლია და 6-წლიანი ჰეგემონიის შემდეგ ჩვენს გუნდს თასი ჩამოართვა.
ეს იყო ზედიზედ მეათე ფინალი, რომელშიც ჩვენი გუნდი მონაწილეობდა და მათგან ბოლო 6 საქართველოს გამარჯვებით დასრულდა. ექვსი ფინალიდან ორში ჩვენმა 18-წლამდელებმა სწორედ ესპანეთი დაამარცხეს (2019 წელს 20:10 და 2024 წელს 32:11), მაგრამ ამჯერად მეტოქე უკეთ მომზადებული აღმოჩნდა და რევანში შედგა.
პრაღის „მარკეტა სთედიუმზე“ გამართულ გადამწყვეტ ჯახში მეტოქე უპირატესობას ფლობდა. ის უფრო დიდხანს აკონტროლებდა ბურთს და დროის უმეტესი წილი ჩვენს ნახევარზე გაატარა.
ესპანეთმა ანგარიში მე-5 წუთზე ჯარიმით გახსნა. გარსიას 27-ე წუთზე მეორე დარტყმა გაუცუდდა, 30-ე წუთზე კი გიორგი არძენაძე ჰაერში თამაშისთვის სინბინით დაისაჯა და გარკვეული დროით კაცნაკლულები დავრჩით. მიუხედავად ამისა, ტაიმის ბოლოს ჯარიმა კარში არ დავარტყით, 5-მეტრიანი დერეფნიდან მოლით შევუტიეთ ლუკა წიკლაურმა მოლით დაგვაწინაურა. გარდასახვა არაზუსტი იყო – 5:3.
მეორე ტაიმის დასაწყისში გარსიამ ესპანელებს ჯარიმით უპირატესობა დაუბრუნა. რამდენიმე წუთში მას ხელსაყრელი პოზიციიდან კიდევ ერთი დარტყმა გაუცუდდა, თუმცა მეტოქემ ჩვენს 22-ში დიდი დრო გაატარა და 51-ე წუთზე გატანილი ლელო-გარდასახვით უპირატესობა გაზარდა.
ლევან ბუცხრიკიძემ ჯარიმით ჩამორჩენის შემცირება 58-ე წუთზე მოახერხა, მაგრამ თამაშში გარდატეხის შეტანა ვერ შევძელით. მეტოქემ ჯარიმის დარტყმის უფლება კიდევ ორჯერ მოიპოვა, საიდანაც ერთი ძელმა აისხლიტა, მეორე კი ზუსტი აღმოჩნდა. თამაშის განახლებისთანავე კარის წინ 25 მეტრში ჯარიმა გამოვიმუშავეთ, მაგრამ ლელოზე თამაში ვარჩიეთ, თუმცა ორი წუთის შემდეგ ჯარიმის კარში დარტყმა მაინც მოგვიწია და გიორგი გაბუნიამ სხვაობა კვლავ ერთ ლელომდე დაიყვანა.
სამწუხაროდ, ბოლო შეტევისას ბურთი ჩვენს ნახევარზე დავკარგეთ და ესპანეთმა საქართველოს ჰეგემონია შეწყვიტა – 11:16.
2025 წლის 18-წლამდელთა ევროპის ჩემპიონატი
პრაღა (ჩეხეთი). „მარკეტა სთედიუმი“
ფინალი. 22 ნოემბერი.
საქართველო – ესპანეთი 11:16 (5:3)
საქართველო
ხაზი: 15. ლუკა ჭაკუა (ლელო), 14. დავით არობელიძე (არმია),13. დათა ახვლედიანი (ლელო), 12. გიორგი კეკელია (ლოკომოტივი),11. ლუკა ტაბატაძე (არმია), 10. ლევან ბუცხრიკიძე (ლელო), 9. გოგა უშვერიძე (აია);
შერკინება: 1. საბა მშვილდაძე (აია), 2. ლუკა წიკლაური (ხვამლი), 3. გიორგი ბერძენიშვილი (ტულონი, საფრანგეთი), 4. ანდრია ბილანიშვილი (ლელო), 5. ნიკოლოზ ჩხორთოლია (მონპელიე, საფრანგეთი, კაპ.), 6. გიორგი ზაზაძე (ხარები), 7. გიორგი არძენაძე (ფოთი), 8. მათე ბერუაშვილი (ლოკომოტივი).
მარქაფა: 16. გოჩა ფიცხელაური (ყაზბეგი), 17. ლუკა ბარბაქაძე (ხვამლი), 18. იაგო ღუდუშაური (ლოკომოტივი), 19. გიორგი ქევანიშვილი (აია), 20. საბა გიორგიძე (ლელო); 21. ალექსანდრე გაგუა (ხვამლი), 22. გიორგი გაბუნია (ლელო), 23. გიორგი მუშკუდიანი (აია), 24. ავთანდილ ზვიადაძე (აია), 25. მათე მახარაძე (ბათუმი), 26.ლუკა შულაია (ლელო).
მთავარი მწვრთნელი: ზურაბ ამონაშვილი
1 ლელო: წიკლაური
2 ჯარიმა: ბუცხრიკიძე, გაბუნია
1 სინბინი: არძენაძე





