ბიელსა შესაძლოა ურუგვაის ნაკრებიდან წავიდეს

0
6

მარსელო ბიელსამ შესაძლოა უახლოეს პერიოდში ურუგვაის ეროვნული ნაკრების მთავარი მწვრთნელის თანამდებობა დატოვოს, რის შესახებ Pasesuruguay იუწყება.
70 წლის არგენტინელი სპეციალისტი თავისი მომავალზე სასაუბროდ ურუგვაის საფეხბურთო ასოციაციის ხელმძღვანელებს შეხვდება, რომლებიც დარწმუნებული არ არიან, რომ ის დარჩება.
ბიელსა 2023 წლიდან ხელმძღვალობს ურუგვაელებს, რომლებმაც მსოფლიო 2026 წლის ჩემპიონატის შესარჩევ ციკლში 28 ქულა დააგროვა და მე-4 ადგილზე გავიდნენ, რის წყალობით ფინალურ ეტაპზე ითამაშებენ. შეგახსენებთ, რომ ბიელსა 1998-2004 წლებში არგენტინის ეროვნულ გუნდს ავარჯიშებდა.

ლაშა თაბაგარი