ერლინგ ჰოლანდი: „ეს რაღაცის დიდის დასაწყისია“

0
6

მსოფლიო 2026 წლის ჩემპიონატის შესარჩევი ციკლის I ჯგუფის მე-10 ტურში ნორვეგიის ეროვნული ნაკრებმა სტუმრად იტალია 4:1 დაამარცხა და 1998 წლის შემდეგ პირველად ფინალური ეტაპის საგზური მოიპოვა.
ნორვეგიელთა ლიდერის ერლინ ჰოლანდის თქმით, რომელმაც იტალიასთან დუბლი შეასრულა, თამაშის მერე განაცხადა, რომ ეს რაღაც დიდის დასაწყისია.
„ბედნიერი ვარ, მაგრამ კიდევ უფრო მეტად სიმსუბუქეს ვგრძნობ. პასუხისმგებლობის უდიდესი ტვირთი იგრძნობა, მაგრამ ეს სასიხარულოა. შესამჩნევად მოუმატეს ისეთმა ფეხბურთელებმა როგორიც ნუსა და ბობი არიან, რომელიც „მანჩესტერ სიტის“ სასტარტოში ხვდება. ვგრძნობ, რომ ეს რაღაც დიდის დასაწყისია. ის ფაქტი, რომ ჩვენ შეგვიძლია აქ ჩამოვიდეთ და 4:1 გავიმარჯვოთ, აჩვენებს, რამდენად არაპროგნოზირებადები ვართ. ეს საუცხოო და ყველამ უნდა იცოდეს“ – იუწყება ჰოლანდის ნათქვამს უეფას ვებგვერდი. მან შესარჩევში 16 გოლი გაიტანა და პოლონეთის ნაკრების კაპიტან რობერტ ლევანდოვსკის რეკორდი გაიმეორა, რომელმაც იმავე მსოფლიო 2018 წლის ჩემპიონატის შესარჩევში გააკეთა.
ნორვეგიამ ჯგუფში რვიდან ყველა შეხვედრა მოიგო – 36 გოლი გაიტანა და 5 გაუშვა. იტალია ჯგუფში მეორე ადგილზე გავიდა და მუნდიალის საგზურის მოსაპოვებლად პლეი-ოფში ითამაშებს.
ლაშა თაბაგარი