ინგლისის ეროვნული გუნდის კაპიტანი და მიუნხენის „ბაიერნის“ თავდამსხმელი ჰარი კეინი მსოფლიო და ევროპის ჩემპიონატების შესარჩევი რაუნდის ყველა დროის საუკეთესო ბომბარდირი გახდა.
მან 2019 წლის შემდეგ, როგორც მუნდიალის, ასევე ევროპის პირველობის საკვალიფიკაციო ეტაპზე სხვა ფეხბურთელებთან შედარებით მინიმუმ 8 გოლით მეტი გაიტანა. პორტუგალიის ნაკრების კაპიტან კრიშტიანუ რონალდუს ანგარიშზე 32 გოლია.
ინგლისის ნაკრებმა მსოფლიო 2026 წლის ჩემპიონატის შესარჩევ ციკლში ჯგუფში 8 თამაშიდან ყველა მოიგო და 24 ქულით ფინალური ეტაპის საგზური გაინაღდა. ინგლისელებმა არსებობის მანძილზე პირველად ზედიზედ 11 თამაში მოიგეს. თომას ტუხელის გაწვრთნილებმა 22 გოლი გაიტანეს და არცერთი გაუშვეს.
ლაშა თაბაგარი





