კრიშტიანუ რონალდუს პირველი “წითელი”

0
3

კრიშტიანუ რონალდუმ სანაკრებო კარიერაში წითელი ბარათი პირველად მიიღო. მსოფლიო 2026 წლის ჩემპიონატის შესარჩევ ციკლში პორტუგალიელები სტუმრად ირლანდიასთან 0:2 დამარცხდნენ. 61-ე წუთზე რონალდუმ იდაყვი სახეში მეტოქის მცველ ოშის ჩაარტყა, რისთვისაც პირდაპირ წითელი ბარათი აჩვენეს.
მანამდე, კრიშტიანუმ თავისი ქვეყნის ეროვნულ გუნდში ჩატარებულ 255 შეხვედრაში 143 გოლი გაიტანა და 46 საგოლე პასი გააკეთა, მაგრამ არასოდეს გაუძევებიათ – მას არცერთ მატჩში არც „წითელი“ მიუღია და არც ორი „ყვითელი“.
საკლუბო დონეზე რონალდუს 8-ჯერ პირდაპირ წითელი ბარათი აჩვენეს, ხოლო ოთხჯერ მოედანი ნაადრევად ორი „ყვითლის“ გამო დატოვა.
შეგახსენებთ, რომ პორტუგალიელთა კაპიტანმა ფეხბურთის არსებობის ისტორიაში სანაკრებო დონეზე მეტოქეთა კარი ყველაზე მეტჯერ 143-ჯერ აიღო.
ლაშა თაბაგარი