კილიან მბაპემ პროფესიონალურ დონეზე თავის კარიერაში მე-400 გოლი გაიტანა. მსოფლიო 2026 წლის ჩემპიონატის შესარჩევ ციკლში საფრანგეთმა შინ უკრაინა 4:0 დაამარცხა, ხოლო მასპინძლების კაპიტანმა დუბლი შეასრულა. ფრანგებმა ამ მოგებით მუნდიალზე თამაშის უფლება მოიპოვეს. მბაპე ბოლო 34 წლის მანძილზე პირველი ფრანგი ფეხბურთელია, რომელმაც გოლი ნაკრებში ჩატარებულ ზედიზედ 6 მატჩში გაიტანა. მანამდე, მსგავსი რამ “ოქროს ბურთის” მფლობელმა ჟან-პიერ პაპენმა გააკეთა, რომელმაც მეტოქეთა კარი მიჯრით 7 შეხვედრაში აიღო.
26 წლის მბაპემ „მონაკოში“ 27 გოლი მიითვალა, პსჟ-ში – 256, „რეალში“ – 62, ხოლო საფრანგეთის ნაკრებში – 55. ის „სამფეროვანთა“ ყველა დროის საუკეთესო ბომბარდირ ოლივიე ჟირუს 2 გოლით ჩამორჩება. ის ლეგენდარული აწ გარდაცვლილი პელეს შემდეგ, მეორე ყველაზე ახალგაზრდა მოთამაშეა, რომელმაც მეტოქეთა კარი 400-ჯერ აიღო.
მბაპე ეროვნულ გუნდში 2015 წლიდან გამოდის. მას 20 დეკემბერს 27 წელი შეუსრულდება.
ლაშა თაბაგარი





