არგენტინის ფეხბურთელთა ეროვნული გუნდის კაპიტან ლიონელ მესის „ოქროს მოგებას“ მსოფლიო ჩემპიონატზე გამარჯვება ურჩევნია, ხოლო კარიერის დასრულების შემდეგ, მწვრთნელობას კლუბის მფლობელობა ურჩევნია.
„კიდევ ერთი მსოფლიო ჩემპიონობა თუ „ოქროს ბურთი“? მსოფლიო ჩემპიონობა. კლუბის ფლობა თუ მწვრთნელობა? მე ვიტყვი, რომ კლუბის ფლობა მირჩევნია“ – იუწყება ფაბრიციო რომანო 38 წლის მესის ნათქვამს.
მესიმ „ბარსელონაში“ თამაშის პერიოდში „ოქროს ბურთი“ 8-ჯერ მოიგო, ხოლო არგენტინის ნაკრებთან ერთად 2022 წელს კატარში ჩატარებულ მსოფლიო ჩემპიონატზე ოქროს მედალი მოიგო.
ლაშა თაბაგარი





