ინგლისის პრემიერლიგის აუტსაიდერ „ვულვერჰემპტონს“ რობ ედვარდსი გაწვრთნის, რის შესახებ კლუბის პრესსამსახური იუწყება. 42 წლის ინგლისელმა სპეციალისტმა სამწელიწადნახევრიანი კონტრაქტი გააფორმა. მან 2 ნოემბერს დათხოვნილი ვიტორ პერეირა შეცვალა.
ედვარდსი მიმდინარე წლის ზაფხულიდან „მიდსლბროს“ ავარჯიშება, რომელიც ამჟამად ინგლისის ჩემპიონშიფში მეორე ადგილზეა. მანამდე, ის „ფორესტ გრინს“, „უოტფორდსა“ და „ლუტონს“ ხელმძღვანელობდა. ედვარდსი 2016 წელს ერთი თამაში „ვულვზის“ თავკაცის მოვალეობას ასრულებდა, ასევე პირველი გუნდის სამწვრთნელო შტაბში შედიოდა და ახალგაზრდულ გუნდებს ავარჯიშებდა. პრემიერლიგაში ჩატარებული 11 ტურის შემდეგ, „ვულვერჰემპტონი“ 2 ქულით ბოლო მე-20 ადგილზეა.
ლაშა თაბაგარი





