
ბერგამოს „ატალანტას“ რაფაელ პალადინო გაწვრთნის. იტალიელი ეროვნული ნაკრების გარემარბმა ბერგამოულ კლუბთან კონტრაქტი 2027 წლის 30 ივნისამდე გააფორმა. მან ხორვატი ივან იურიჩი შეცვალა.
პალადინო საფეხბურთო კარიერის დასრულების შემდეგ, „მონცას“ (2022-2024) და „ფიორენტინას“ (2024-2025) ავარჯიშებდა. ის 2023 წლის აპრილში იტალიის ჩემპიონატის თვის საუკეთესო მწვრთნელად დაასახელეს.
ლაშა თაბაგარი




