ტაბატაძის „კადისმა“ ისევ ვერ მოიგო

0
9

„კადისმა“, რომელშიც იური ტაბატაძე გამოდის, ესპანეთის სეგუნდა დივიზიონში ზედიზედ მეოთხე მატჩი ვერ მოიგო. მე-13 ტურში „კადისმა“ „ვალიადოლიდს“ უმასპინძლა და გუნდებმა ქულები გაიყვეს. აღსანიშნავია, რომ მანამდე ჩემპიონატში ჩატარებული სამი თამაშიდან კადისელებმა ერთი წააგეს, ხოლო მიჯრით ორი უგოლო ფრით დაასრულეს.
ტაბატაძენ, რომლის სანიოლმა საქართველოს ეროვნულ ნაკრებში პირველად გამოიძახა, „ვალიადოლიდთან“ სასტარტო შემადგენლობაში ითამაშა და მე-80 წუთზე შეცვალეს. „კადისი“ 21 ქულით 22-გუნდიან სატურნირო ცხრილში მე-6 ადგილზე ჩამოქვეითდა. არადა, გუნდმა სეზონი კარგად დაიწყო და ერთი პერიოდი ლიდერობდა.
ლაშა თაბაგარი