ივან იურიჩი ბერგამოს „ატალანტას“ მთავარი მწვრთნელის თანამდებობიდან დაითხოვეს, რის შესახებ კლუბის პრესსამსახური იუწყება. ამის მიზეზი მიმდინარე სეზონში ნაჩვენები ცუდი შედეგია – ბერგამოელებს ყველა ტურნირჩი ზედიზედ 8 თამაში არ მოუგიათ. „ატალანტას“ იტალიის ჩემპიონატში ჩატარებულ 11 მატჩში 13 ქულა აქვს და 20-გუნდიან სატურნირო ცხრილში მე-13 ადგილზეა.
50 წლის ხორვატი სპეციალისტი გუნდს მიმდინარე წლის ზაფხულიდან ავარჯიშებდა, როდესაც ჯან პიერო გასპერინი შეცვალა. მანამდე, ის „რომას“. “მანტოვას”, “კროტონეს”, “ჯენოას”, “ვერონას” და “ტორინოს” წვრთნიდა.
ლაშა თაბაგარი





