ქართველების “მეცმა” ზედიზედ მესამედ მოიგო

0
6

„მეცმა“, რომელშიც გიორგი წიტაიშვილი და გიორგი აბუაშვილი გამოდიან, საფრანგეთის ლიგა 1-ში ზედიზედ მესამე მატჩი მოიგო. მე-12 ტურში მეცელებმა შინ „ნიცას“ 2:1 აჯობეს.
საქართველოს ეროვნული ნაკრების გარემარბებიდან წიტაიშვილმა შეუცვლელად ითამაშა, ხოლო წინა ტურში გოლის გამტანი აბუაშვილი ორი ტაიმი სათადარიგოთა სკამზე იყო.
სტუმრები 35-ე წუთზე დაწინაურდნენ, ხოლო 53-ე წუთზე წიტაიშვილის ჩაწოდებული კუთხურის შემდეგ, „ნიცას“ კარში პენალტი დაინიშნა, რომელიც მასპინძელმა ფეხბურთელმა ზუსტად შეასრულა. „მეცმა“ გადამწყვეტი გოლი 84-ე წუთზე გაიტანა და 11 ქულით 18-გუნდში მე-14 ადგილზეა.
ლაშა თაბაგარი