გაგნიძის საგოლე გადაცემა ესპანეთში

0
6

ლუკა გაგნიძემ „გრანადას“ შემადგენლობაში ესპანეთის სეგუნდ დივიზიონში თავისი პირველი საგოლე პასი შეასრულა. მანამდე, მან ორი საგოლე გადაცემა ესპანეთის თასზე მიითვალა.
მე-13 ტურში „გრანადამ“ შინ „სარაგოსა“ 3:1 დაამარცხა. საქართველოს 21-წლამდელთა ნაკრების ექსკაპიტანი სასტარტო შემადგენლობაში არ იყო და თამაშში 78-ე წუთზე ჩაერთო, როდესაც მასპინძლები 2:1 იგებდნენ. მან ძირითადი დროსთვის დამატებულ მე-3 წუთზე მეკარესთან პირისპირ არნაისი გაიყვანა, რომელმაც საბოლოო ანგარიში დააფიქსირა. „გრანადა“ 14 ქულით 22-გუნდიან სატურნირო ცხრილში მე-19 ადგილზეა.
ლაშა თაბაგარი