კიტეიშვილის საგოლე პასი „ზალცბურგთან“

0
5

ოთარ კიტეიშვილმა „შტურმის“ მაისურით მიმდინარე სეზონში მეორე საგოლე პასი შეასრულა. ავსტრიის ბუნდესლიგის მე-13 ტურში გრაცელებმა „ზალცბურგი“ მიიღეს და გუნდებმა ქულები გაიყვეს.
საქართველოს ეროვნული გუნდის ნახევარმცველი სასტარტო შემადგენლობაში იყო და 46-ე წუთზე მისი დარტყმის შემდეგ, ბურთი გრგიჩს ფეხზე მოხვდა, რის შემდეგ კარში აღმოჩნდა. კიტეიშვილს ეს საგოლე გადაცემად ჩაუთვალეს. მის ანგარიშზე ასევე 6 გოლია. ის 82-ე წუთზე შეცვალეს. სტუმრებიდან ანგარიში 65-ე წუთზე ვერტესენმა გაათანაბრა. მოქმედი ჩემპიონი „შტურმი“ 22 ქულით 12-გუნდიან ჩემპიონატში მე-3 ადგილზეა.
ლაშა თაბაგარი