სანიკიძე კალათბურთის ფედერაციის პრეზიდენტად მეორედ აირჩიეს

0
4
შაბათს გაიმართა საქართველოს კალათბურთის ეროვნული ფედერაციის საანგარიშო ყრილობა და ფედერაციის პრეზიდენტის არჩევნები.
წლიური ანგარიშის ფარგლებში, დამსწრე საზოგადოებას ფედერაციის პრეზიდენტმა, ვიქტორ სანიკიძემ ბოლო 4 წლის განმავლობაში განხორციელებული საქმიანობისა და მიღწეული შედეგების შესახებ მოახსენა, ასევე, შეაჯამა მისი საპრეზიდენტო პერიოდი და სამომავლო გეგმებზე ისაუბრა.
საანგარიშო ყრილობის შემდეგ, გაიმართა საპრეზიდენტო არჩევნები, რომელშიც ფედერაციის მოქმედი პრეზიდენტი, ვიქტორ სანიკიძე ერთხმად იქნა არჩეული. მომავალი 4 წლის განმავლობაში საქართველოს კალათბურთის ფედერაციას კვლავ ბატონი ვიქტორი უხელმძღვანელებს.
ასევე, ახლად არჩეული პრეზიდენტის მხრიდან დასახელდა ფედერაციის გამგეობის 13 კანდიდატი წევრი, რომლებსაც მხარი დელეგატთა ყველა წევრმა დაუჭირა.
საქართველოს კალათბურთის ეროვნული ფედერაცია ულოცავს ბატონ ვიქტორსა და გამგეობის წევრებს და წარმატებებს უსურვებს საქმიანობაში!