ნიდერლანდების ერედივიზიონის მე-12 ტურში „ექსელსიორი“, სადაც ირაკლი ეგოიანი გამოდის, „ჰერაკლესი“ მიიღო და 1:2 დამარცხდა. საქართველოს 21-წლამდელთა ნაკრების ნახევარმცველი სასტარტო შემადგენლობაში იყო და შეუცვლელად ითამაშა.
მატჩის მე-8 წუთზე ეგოიანმა დაახლოებით 20 მეტრიდან კარში დაარტყა და ბურთი საჯარიმოში მყოფ თანაგუნდელ ნაუიოკს მოხვდა, რის შემდეგ კარში აღმოჩნდა. ქართვე; ფეხბურთელს საგოლე პასი ჩაუთვალეს. სტუმრებმა საპასუხო ბურთი მე-60 წუთზე გაიყტანეს. ოთხ წუთში მასპინძლებმა პენალტი ვერ გამოიყენეს, რაც ძვირად დაუჯდათ, რადგან 79-ე წუთზე „ჰერენვენი“ დაწინაურდა და დარჩენილ დროში ანგარიში არ შეცვლილა. ეგოიანმა ბოლო ხუთ შეხვედრაში ერთი გოლი გაიტანა და ორი საგოლე პასი შეასრულა. მან ბოლო 10 შეხვედრა სასტარტოში ითამაშა და მხოლოდ ორჯერ შეცვალეს.
ლაშა თაბაგარი





