ეროვნულ ნაკრებს კაკაბაძე და მიქაუტაძე გამოაკლდნენ

0
6

საქართველოს ფეხბურთელთა ეროვნული ნაკრების მსოფლიო 2026 ჩემპიონატის შესარჩევ ციკლში ნოემბერში გასამართ მატჩებში მცველი ოთარ კაკაბაძე და ფორვარდი გიორგი მიქაუტაძე ტრავმის გამო ვერ დაეხმარებიან. საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია პრესსამსახურის ინფორმაციით მათ ნაცვლად ვილი სანიოლმა კვიპროსის “არის” თავდამსხმელი გიორგი ქვილითაია და უკრაინის “ჩერკასის” ნახევარმცველი შოთა ნონიკაშვილი გამოიძახა. საქართველოს ნაკრები 15 ნოემბერს ესპანეთს უმასპინძლებს, ხოლო 18 ნოემბერს სტუმრად ბულგარეთს შეხვდება.

ლაშა თაბაგარი