“ჯენოას” მთავარ მწვრთნელად დანიელე დე როსი დანიშნეს, რომელმაც ფრანგი პატრიკ ვიერა შეცვალა.
იტალიის ეროვნული ნაკრების 42 წლის ექსნახევარმცველი ბოლო მშობლიურ “რომას” ავარჯიშებდა, სადაც კარიერის უდიდესი ნაწილი გაატარა. ის რომაული კლუბიდან 2024 წლის სექტემბერში დაითხოვეს. მანამდე, დე როსი სპალს ავარჯიშებდა და ასევე იტალიის ეროვნული გუნდში ტექნიკის განვითარების მწვრთნელი იყო. “ჯენოა” 6 ქულით 20-გუნდიან იტალიის სერია A-ში მე-18 ადგილზეა.
ლაშა თაბაგარი





