საქართველოს კრისტალბეთ ეროვნული ლიგის 31-ე ტურის ბოლოს შეხვედრა ბათუმში შედგა, სადაც ძალიან არასახარბიელო ფინანსურ მდგომარეობაში მყოფმა ადგილობრივმა „დინამომ“ თბილისის „იბერია“ მიიღო და დამარცხდა.
უგოლო პირველი ტაიმის შემდეგ, 48-ე წუთზე გიორგი ჯინჯოლავამ დაახლოებით 25-26 მეტრიდან საჯარიმო დარტყმა შეასრულა და ლამაზი გოლი გაიტანა – 0:1.
69-ე წუთზე ბათუმელთა ნახევარზე მყოფმა სანდრო ალთუნაშვილმა მარჯვენა ფლანგიდან პასი გაუკეთა საჯარიმოში გახსნილ ანირან ძაგანიას, რომელმაც თავით შეაგდო – 0:2.
გუგა ნერგაძის გაწვრთნილი „იბერია“ 65 ქულით 10-გუნდიან სატურნირო ცხრილში ერთდღიანი პაუზის შემდეგ პირველ ადგილზე დაბრუნდა, ხოლო ბათუმის „დინამო“, რომელსაც გიორგი ჭიაბრიშვილი ხელმძღვანელობს 37 ქულით მეექვსეა.
დინამო ბთ 0:2 იბერია 1999
ლაშა თაბაგარი





