„ბენფიკამ“ ლაჟე დაითხოვა – ლისაბონში მოურინიოს ელოდებიან

0
4

ბრუნუ ლაჟე ლისაბონის „ბენფიკას“ მთავარი მწვრთნელის თანამდებობიდან დაითხოვეს. ამის შესახებ პორტუგალიური გრანდის პრეზიდენტმა რუი კოშტამ განაცხადა.
ლაჟეს ჩემპიონთა ლიგის ფაზის პირველ ტურში შინ აზერბაიჯანულ აგდამის „ყარაბაღთან“ 2:3 მარცხი არ აპატიეს. 49 წლის პორტუგალიელი სპეციალისტი ლისაბონელებს 2024 წლის სექტემბრიდან ავარჯიშებდა.
ის 2018 წელს „ბენფიკა B“-ს ხელმძღვანელობდა და სეზონის მსვლელობის დროს მთავარი მწვრთნელის მოვალეობის შემსრულებლად დანიშნეს. მან გუნდს ჩემპიონის ტიტული მოაგებინა, ერთი წლის შემდეგ, ლისაბონელები ჩემპიონატში მეორე ადგილზე გავიდნენ და თანამდებობიდან დაითხოვეს.
ლაჟე 2021-2022 წლებში ინგლისის „ვულვერჰემპტონს“ ავარჯიშებდა, ხოლო 2023-ში – ბრაზილიის „ბოტაფოგოს“.
გავრცელებული ინფორმაციით, „ბენფიკა“ შესაძლოა ჟორე მოურინიომ ჩაიბაროს, რომელიც აგვისტოში „ფენერბაჰჩედან“ გაუშვეს.
ლაშა თაბაგარი