ნოდარ ლომინაძე პორტუგალიის ჩემპიონატის მე-5 ტურის სიმბოლურ ნაკრებში მოხვდა. ამის შესახებ Liga Portugal-ის ოფიციალური ვებგვერდი იუწყება.
„ეშტორილმა“ „ავეში“ მიიღო და 3:1 დაამარცხა. საქართველოს ეროვნული ნაკრების ნახევარმცველი სასტარტო შემადგენლობაში იყო და მე-12 წუთზე მეტოქის საჯარიმოში შეჭრილი ორ მცველს გაცდა, რის შემდეგ მარცხენა ფეხით ანგარიში გახსნა. ის 72-ე წუთზე შეცვალეს. მიმდინარე სეზონში ლომინაძემ პორტუგალიის ჩემპიონატში ოთხჯერ ითამაშა და თავი ერთხელ გამოიჩინა.
