იტალიის სერია A-ს მე-3 ტურში „კრემონეზე“, რომელშიც დაჩი ლორთქიფანიძე ირიცხება, სტუმრად „ვერონას“ შეხვდა და ქულა აიღო – 0:0.
საქართველოს 21-წლამდელთა ნაკრების ნახევარმცველი განაცხადში იყო, მაგრამ თავის გამოჩენის საშუალება არც ამჯერად მისცეს.
იტალიური ფეხბურთის ელიტაში წელს დაბრუნებულ „კრემონეზეს“ ჯერ თამაში არ წაუგია და 7 ქულით 20-გუნდიან ჩემპიონატში მესამეა.
ლაშა თაბაგარი
