ონანა „ტრაბზონსფორში“ გაანათხოვრეს

0
8

„მანჩესტერ იუნაიტედმა“ მეკარე ანდრე ონანა მიმდინარე სეზონის ბოლომდე „ტრაბზანსფორში“ გაანათხოვრა, რის შესახებ თურქული კლუბის პრესსამსახური იუწყება.
ინგლისურმა კლუბმა ონანა 2023 წლის ივლისში მილანის “ინტერიდან” 43,8 ნილიონ გირვანქა სტერლინგად შეიძინა და პლუს 3,4 მილიონი ბონუსად გათვალისწინებული იყო.
მან “იუნაიტედში” ყველა ტურნირში ჩატარებულ 102 მატჩში 150 გოლი გაუშვა და 24-ჯერ კარი “მშრალად” შეინახა. მან მიმდინარე სეზონში ინგლისის ლიგის თასზე ჩატარებულ ერთ შეხვედრაში თავის კარში 2 ბურთი მიიღო.
ლაშა თაბაგარი