უეფას ჩემპიონთა ლიგის 2026-2027 წლების ფინალი ესპანეთის დედაქალაქ მადრიდში სტადიონ „ვანდა მეტროპოლიტანოზე“ ჩატარდება. ამის შესახებ ესპანური გამოცემა COPE იუწყება, რასაც უეფა დღეს დაადასტურებს.
მადრიდის „ატლეტიკოს“ საშინაო სტადიონზე 70460 მაყურებელი ეტევა. „ვანდა მეტროპოლიტანოზე“ ჩემპიონთა ლიგის ფინალი ერთხელ უკვე გაიმართა – 2019 წელს „ლივერპულმა“ ლონდონის „ტოტენჰემს“ 2:0 აჯობა. შეგახსენებთ, რომ ჩემპიონთა ლიგის 2025-2026 წლების სეზონის ფინალი ბუდაპეშტში „პუშკაშ არენაზე“ გაიმართება.
ლაშა თაბაგარი





