რონალდუმ „ყველა დროის საუკეთესო ფეხბურთელის“ პრიზი მიიღო

0
11

პორტუგალიის ეროვნული ნაკრების კაპიტანმა კრიშტიანუ რონალდუმ „ყველა დროის საუკეთესო ფეხბურთელის“ პრიზი მიიღო. საუდის არაბეთის „ალ სადის“ თავდამსხმელმა პრიზი პორტუგალიის პრიმეირა ლიგის დაჯილდოვების (Liga Portugal Awards) ყოველწლიურ ცერემონიალზე მიიღო, რომელსაც თავად არ დასწრებია.
„უდიდესუ ფიფურა სპორტში და მილიონთა კერპი. მან მთელი ეპოქა განსაზღვრა და მსოფლიო ფეხბურთში წარუშლელი კვალი დატოვა“ – ნათქვამია პრიმეირა ლიგის ოფიციალურ განცხადებაში.
რონალდუმ კარიერის განმავლობაში „ოქროს ბურთი“ 5-ჯერ მიიღო. მან ოფიციალურ მატჩებში 943 გოლი გაიტანა, რაც მსოფლიო ფეხბურთის ისტორიაში საუკეთესო შედეგია.
ლაშა თაბაგარი