„ნოტინგემ ფორესტის“ ახალ მთავარ მწვრთნელად ანგელოს პოსტეკოღლუ დანიშნეს. 60 წლის ბერძენმა სპეციალისტმა პორტუგალიელი ნუნუ ესპირიტუ სანტუ შეცვალა.
პოსტეკოღლუ გასულ სეზონში ლონდონის „ტოტენჰემს“ ავარჯიშებდა, რომელსაც ევროპა ლიგა მოაგებინა, მაგრამ ამის მიუხედავად გუნდიდან გაუშვეს. ის „ტოტენჰემამდე“ გლაზგოს „სელტიკს“ ავარჯიშებდა.
ლაშა თაბაგარი





